სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები

სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მიხეილ ჯავახიშვილის ბინა-მუზეუმში
მე-46კლასის მოსწავლეები გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიას (დამხ. ლიტერ.   
,,ილუსტრირებული ბიოგრაფიები ბავშვებისათვის" I ტომი გამომც.პალიტრა L 2013 ), ისწავლეს: ,,ჩვენი დროის ათი მცნება“ თანდართული განმარტებებით, უბის წიგნაკის ჩანაწერები (მასალა მოგვაწოდა მუზეუმის თანამშრომელმა და ჩვენმა პედაგოგმა ქალ. ლელა სეხნიაშვილმა ) და ა.წ. 5 ივნისს დაათვალიერეს ბინა-მუზეუმი, მოისმინეს ძალიან შინაარსიანი  საუბარი მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობაზე და წარმოადგინეს წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია.
(კლასის დამრიგებელი:თ.გურგენიძე)
  უცნობი ისტორიები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
19.02.15   საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
   IV/6 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს არქეოლოგიური საგანძურის, ქართული იარაღ-საჭურვლის, აღმოსავლური კოლექციისა და სხვა დარბაზები. გაეცნენ ოქროს ფონდში დაცულ მასალას, კერძოდ: ძვირფასი ნაკეთობები არმაზისხევიდან, ვანიდან, საირხიდან და დას. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიდან.
(კლ. დამრიგებელი თ.გურგენიძე)
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 
თბილისის კლასიკური გიმნაზიის IV-6 კლასის მოსწავლეები სტუმრად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ა.წ. 30 იანვარს ბიბლიოთეკის საბავშვო ოთახის თანამშრომლების თაოსნობით გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა და საინტერესო მწერალ-ანინა ტეფნაძესთან.
შეხვედრა დატვირთული იყო მწერლის მიერ შემოთავაზებული საინტერესო აქტივობებით. შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის (III კორპ.) შენობის სამკითხველო დარბაზები, საგამოფენო დარბაზის სივრცე და გამოფენა, საკონფერენციო დარბაზი, ინტერნეტ და ელექტრონულ რესურსების დარბაზი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,  ნახეს უძველესი გაზეთების საცავი, ქართველოლოგიის დარბაზი...
(ღონისძიების ორგანიზატორი IV-6 კლ. ხელმძღვანელი თამარ გურგენიძე)
ბავშვებმა მოიფიქრეს საინტერესო პერსონაჟები, შეურჩიეს სახელები, დაახასიათეს და აღწერეს მათი სხვადასხვა მოქმედება.

26.12.14 სტუმრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
შშმ მოსწავლეთა სპექტაკლსა და გამოფენაზე
(მე-4/6 კლასი დამრ.თ.გურგენიძე)
ბავშვებმა ნახეს სპექტაკლი ,,ქეთო და კოტე“, დაათვალიერეს გამოფენა, კლასისათვის შეიძინეს შშმ მოსწავლეთა მიერ შესრულებული მოზაიკური სურათი. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო, თბილი, ემოციური. მოსწავლეებმა მათ მიმართ მომავალშიც მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.

  22.12.14  სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
(მე-46კლასი დამრ. თ.გურგენიძე )

  მოსწავლეებმა დაათვალიერეს თსუ-ს შენობა (Iკორპუსი); საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე დარბაზში ჩაუტარდათ ლექცია-გაკვეთილი უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ, გაეცნენ მ.მაყაშვილის ბიოგრაფიას და ნახეს მისი ნივთები (დღიური,ზარდახშა...), სამკითხველო დარბაზში იხილეს ,,ვეფხისტყაოსნის“  პირველი ბეჭდური გამოცემა, მინიატურები...  დაათვალიერეს გია ბუღაძის მიერ მოხატული უნივერსიტეტის გუმბათი, ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის საკაბინეტო ნივთები, ვაჟა-ფშაველას სახელობის კაბინეტი (გარდაცვალების ადგილი)...
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

2014 წლის 26 ნოემბერს მე-4(6) კლასის მოსწავლეები სტუმრად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერი წიგნები, მინიატურები, სხვადასხვა ფრაგმენტები... კერძოდ: ბეგთაბეგისეული ვეფხისტყაოსანი (შესრულებული ოქრო-მელნითა და სხვადასხვა ორნამენტებით, გამორჩეული კალიგრაფიით), წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი (გამორჩეული მინიატურებით), მამუკა თავაქალაშვილისეული ვეფხისტყაოსანი, სახარება. გაეცნენ თუ როგორ ქმნიდნენ ძველ დროში წიგნებს.
ხელოვნების სასახლეში
 2014 წლის 25 ოქტომბერს მე-4/6 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. 
  მოსწავლეებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები, გაეცნენ სასახლის ისტორიას. ჩაუტარდათ შემეცნებითი გაკვეთილი მთის საერო ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და მათი დანიშნულების შესახებ, შექმნეს კოშკების მაკეტები.

სიყვარულის კოშკი

სვეტებიენი დარბაზი

თეატრის დარბაზი

თეატრის დარბაზის კარი 

ლურჯი იადონების დარბაზი

ზაქარია ფალიაშვილის ხელნაწერი ნოტები

 ზამბახების დარბაზი

ოქროსფერი დარბაზი

ქეთოს კაბა ფილმიდან ,,ქეთო და კოტე"

ლაშა-გიორგის სურათი

 თამარ მეფის კოსტიუმის ნიმუში შექმნილი ვარძიის ფრესკის მიხედვით

 შემეცნებითი გაკვეთილი

2013-2014 სასწავლო წელი
ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
  თბილისის კლასიკური გიმნაზიის III-6 კლასის მოსწავლეებმა (კლ. დამრიგებელი თ.გურგენიძე, მუსიკის მასწავლებელი ნ.ჯულაყიძე) 2014 სასწავლო წლის 3 აპრილს  დაათვალიერეს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებმა მოაწყვეს ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის III-6 კლასის მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში

  2013 წლის 11 დეკემბერს მოვაწყვეთ გასვლითი ღონისძიება საქართველოს ეროვნულ გალერეაში. მოსწავლეებმა დაათვალიარეს ფიროსმანის, გუდიაშვილისა და კაკაბაძის ნახატები.

  სტუმრად ეროვნულ მუზეუმში ბუნების

 ექსპონატების გამოფენაზე

   2013 წლის 17 დეკემბერს III6 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს, სადაც ნახეს ბუნების ექსპონატების გამოფენა. ექსპონატებმა ბავშვებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია.





გასვლითი ღონისძიება ეროვნული სასახლის 

პლანეტარიუმში

  2013 წლის 27 ნოემბერს IIIკლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნული სასახლის პლანეტარიუმს ლექცია-გაკვეთილის მოსასმენად. მოსწავლეები გაეცნენ კოსმოსსა და მზის სისიტემას.







სტუმრად აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

  2013 წლის 19 ოქტომბერს IIIკლასის მოსწავლეები ეწვივნენ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს. ბავშვები გაეცნენ აბრეშუმის წარმოების ისტორიას.






ნიჟარების გამოფენა
  აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში  III კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს კერძო კოლექციონერის მიერ წარმოდგენილი  ნიჟარები.









2012-13 სასწავლო წელი







"ბარამბო"-ს კომპანიაში 






No comments:

Post a Comment