პროექტები და პრეზენტაციები

09.12.14-11.12.14 პრეზენტაციები დავით IV აღმაშენებელზე
(მე-46 კლასი დამრ.თ გურგენიძე)
  ქართულის გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით მოსწავლეები გაეცნენ დავით აღმაშენებლის მეფობის ეპოქას. მოიძიეს ინფორმაციები და შექმნეს პრეზენტაციები.
24.11.14-25.11.14 საკლასო თვალსაჩინოების შექმნა
(მე-46 კლასი თ.გურგენიძე)
  მოსწავლეებმა, ქართულის გაკვეთილზე შესწავლილი თემიდან გამომდინარე, სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით, შექმნეს ქართველ მწერალთა მოღვაწეობის ამსახველი თვალსაჩინო პლაკატები. 
 


 
 06.11.14-07.11.14 პრეზენტაცია შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობაზე ,,ბებრისციხე“
   შესწავლილ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციხის ისტორიის შესახებ და გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები (ელექტრონული და ხელნაწერი).
           

გაცოცხლებული ,,ვეფხისტყაოსანი"
  პროექტის პირველი კვირა-მოსწავლეების მიერ შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის'' ხელნაწერი სტროფების გამოფენა 

2013-14 სასწავლო წელი
,,ექვთიმე თაყაიშვილი 150''

 2014 წლის 4-14 მარტს III-6 კლასის  მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,ექვთიმე თაყაიშვილი 150". მათ შეისწავლეს ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია და გააკეთეს პრეზენტაციები.

,,ფიროსმანი 150“
  2013 წლის 12 დეკემბერს III6 კლასის მოსწავლეებმა, ფიროსმანის თემაზე,  კლასში მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.



პროექტი: ,,მზის სისტემა“
              2013 წლის 27 ნოემბერი-2 დეკემბერი  IIIკლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ,,მზის სისტემა“. ბავშვებმა აღწერეს პლანეტები და მათი მოძრაობა მზის სისტემაში, მოიძიეს ინფორმაცია მათ შესახებ და ფორმატებზე შექმნეს პლანეტების  მოდელები.

No comments:

Post a Comment