ძვირფასო ბავშვებო!
2014 წელი წიგნიერების წლად არის გამოცხადებული. 2 აპრილს აღინიშნება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. ამ დღეს ჩვენს გიმნაზიაში ტარდება კონკურსი საუკეთესო მკითხველის გამოსამჟღავნებლად.იმადი მაქვს, რომ თქვენ აუცილებლად წაიკითხავთ წიგნს ,,ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა", რომლის ავტორია შვედი ქლბატონი სელმა ლაგერლიოფი და მონაწილეობას მიიღებთ კონკურსში.
წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საპატიო სიგელებით, წიგნებით და მიენიჭებათ ,,საუკეთესო მკითხველის'' სახელი.
თუ გინდათ რომ მონაწილეობა მიიღოთ ვიქტორინაში დაიწყეთ წიგნის კითხვა!
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც საუკეთესო ნახატებს წარმოადგენენ ამ წიგნის მიხედვით.
გისურვებთ წარმატებებს!