Friday, January 30, 2015

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში

თბილისის კლასიკური გიმნაზიის IV-6 კლასის მოსწავლეები სტუმრად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ა.წ. 30 იანვარს ბიბლიოთეკის საბავშვო ოთახის თანამშრომლების თაოსნობით გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა და საინტერესო მწერალ-ანინა ტეფნაძესთან.
შეხვედრა დატვირთული იყო მწერლის მიერ შემოთავაზებული ინტერესის აღმძვრელი აქტივობებით. შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის (III კორპ.) შენობის სამკითხველო დარბაზები, საგამოფენო დარბაზის სივრცე და გამოფენა, საკონფერენციო დარბაზი, ინტერნეტ და ელექტრონულ რესურსების დარბაზი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ,  ნახეს უძველესი გაზეთების საცავი, ქართველოლოგიის დარბაზი...
(ღონისძიების ორგანიზატორი IV-6 კლ. ხელმძღვანელი თამარ გურგენიძე)
ბავშვებმა მოიფიქრეს საინტერესო პერსონაჟები, შეურჩიეს სახელები, დაახასიათეს და აღწერეს მათი სხვადასხვა მოქმედება.

Tuesday, January 6, 2015

ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ბავშვებო, შემთხვევით აღმოვაჩინე კლასის არქივში!
ამ ვიდეოთი ერთხელ კიდევ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ვიდეოს გადაღებისათვის მადლობა მინდა გადავუხადო  ლუკა გოგილაშვილის მშობელს სოფო ბლიაძეს!


Thursday, January 1, 2015

საახალწლო მილოცვა

ჩემო საყვარელო, ბავშვებო!
გილოცავთ ახალ 2015 წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს!
აგისრულდეთ ყველაფერი რაც გულით გსურთ! 
ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის ყოფილიყოს გამორჩეული, წარმატებებისა და სიხარულის მომტანი!
სიყვარულით, თამუნა მასწავლებელი


Thursday, December 18, 2014